პროექტების განხორციელების დროს ხდება საკითხის სიღრმისეული წვდომა.ვიყენებთ ინოვაციებს,რაც ზრდის სწავლის შედეგებს.მოსწავლეებს უჩნდებათ სწავლისადმი პოზიტიური განწყობა,აგრეთვე თვითრეალიზაციის საშუალება,იმატებს მოტივაცია.ხშირია აქტიურ კვლევებში მონაწილეობა.მოსწავლეებს უყალიბდებათ თანამშრომლობითი უნარ-ჩვევა,ხდებიან მეტად ტოლერანტულები.სწავლებისას გამოყენებულია მრავალფეროვანი სწავლის სტრატეგიები.ავთენტური დავალებები.ბავშვები იაზრებენ ფაქტებს,იზრდება ჩართულობა.საგაკვეთილო პროცესი სცდება საკლასო ოთახს, პროექტის შინაარსი დაკავშირებულია რეალურ ცხოვრებასთან.მასწავლებლები უფრო ხშირად იყენებენ განმავითარებელ შეფასებებს,რაც სწავლების პროცესს უფრო საინტერესოს ხდის.ასე რომ, პროექტებით სწავლებას დიდი მნიშვნელობა აქვს თანამედროვე სკოლისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების კომპლექსური განვითარებისთვის.
Комментариев нет:
Отправить комментарий