воскресенье, 28 мая 2017 г.

ჩემი იდეა

  ჩემი აზრით, მოსწავლეები  პროექტის ფარგლებში გაეცნობიან სხვადასხვა პროდუქტის შენახვის პირობებს,შეისწავლიან მავნე და სასარგებლო პროდუქტებს,გამოიკვლევენ ეტიკეტებს და მასზე დატანილ ინფორმაციებს,შეაფასებენ ლოკალურ გარემოში არსებულ კვების  და სავაჭრო ობიექტების შესაბამისობას ჰიგიენურ ნორმებთან .შექმნიან საინფორმაციო ბროშურას,რომელსაც გაუზიარებენ სკოლის მოსწავლეებს,მასწავლებლებს და მოსახლეობას.

суббота, 27 мая 2017 г.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები


  
  მიმართულების მიმცემი საკვანძო სიტყვები ხელს უწყობს მაღალი სააზროვნო უნარების გამოყენებას მოსწავლეეებში.ეს ხელს უწყობს ცნებების სრულყოფილად გაგებას  და ფაქტობრივი ინფორმაციის სისტემურ გამოყენებას.ეს კითხვები ეხმარება  მოსწავლეებს უკეთ დაინახონ საგანთაშორის კავშირი.ეს კითხვები 3 სახისაა:ზოგადი,თემატური და შინაარსობრივი

   

воскресенье, 14 мая 2017 г.

პროექტების მნიშვნელობა სკოლაში

    პროექტების განხორციელების დროს ხდება საკითხის სიღრმისეული წვდომა.ვიყენებთ ინოვაციებს,რაც ზრდის სწავლის შედეგებს.მოსწავლეებს უჩნდებათ სწავლისადმი პოზიტიური განწყობა,აგრეთვე თვითრეალიზაციის  საშუალება,იმატებს მოტივაცია.ხშირია აქტიურ კვლევებში მონაწილეობა.მოსწავლეებს უყალიბდებათ თანამშრომლობითი უნარ-ჩვევა,ხდებიან მეტად ტოლერანტულები.სწავლებისას გამოყენებულია მრავალფეროვანი სწავლის  სტრატეგიები.ავთენტური დავალებები.ბავშვები  იაზრებენ ფაქტებს,იზრდება ჩართულობა.საგაკვეთილო პროცესი სცდება საკლასო ოთახს, პროექტის შინაარსი დაკავშირებულია რეალურ ცხოვრებასთან.მასწავლებლები უფრო ხშირად იყენებენ  განმავითარებელ შეფასებებს,რაც სწავლების პროცესს  უფრო საინტერესოს ხდის.ასე რომ, პროექტებით სწავლებას დიდი მნიშვნელობა  აქვს თანამედროვე სკოლისა და 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევების კომპლექსური განვითარებისთვის.

https://drive.google.com/open?id=0B7dLq_NGJXfdMDJWeXJtOHBwTEU